კოსოვო

კოსოვოს პოლიციამ ვეტერანების აქციის დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა

კოსოვოს პოლიციამ 2 000-მდე ომის ვეტერანის დასაშლელად წიწაკის სპრეი გამოიყენა. დემონსტრანტები პარლამენტში შესვლას ცდილობდნენ, რათა საჯარო სექტორში დასაქმებულთა მინიმალური ხელფასის შესახებ ახალი კანონპროექტი გაეპროტესტებინათ.

საკანონმდებლო ორგანოში დაგეგმილი იყო საჯარო სექტორში დასაქმებულთათვის მინიმალური ხელფასის ზრდა, თუმცა კანონპროექტში ვეტერანები გათვალისწინებული არ იყო. ამის გასაპროტესტებლად დაახლოებით 10 საათიდან ომის ვეტერანებმა პარლამენტთან შეკრება დაიწყეს. ისინი დახმარების ზრდას მოითხოვდნენ. მათი თქმით, კოსოვოს ხელისუფლება ქვეყნის დამოუკიდებლობაში მათ როლს სათანადოდ ვერ აფასებს. 

კანონმდებლები აპირებდნენ მინიმალური ხელფასის 170 ევროდან 250 ევრომდე გაზრდას. 30 000 მეტი ომის ვეტერანი პენსიის სახით თვეში 170 ევროს იღებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების შეფასებით, კოსოვო, რომელიც სიღარიბესა და კორუფციას ებრძვის, ვერ შეძლებს 50 000-მდე რეგისტრირებული ომის ვეტერანისთვის დამატებით შეღავათების გაწევას. 

კომენტარები