საქართველოს მთავრობა

ღარიბაშვილი ეკონომიკაზე: ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩემი და ლევანის საუბრებს

ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში არის ძალიან პოზიტიური დინამიკა. გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ჩემი ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩვენს, ჩემი და ლევანის [დავითაშვილი] საუბრებს. სულ ახლახან ვიყავით ბრატისლავაში. ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს დღეს მსოფლიოში. პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14%-იანი ეკონომიკური ზრდით, 4 თვეში ჩვენ გამოგვივიდა 10.8%-იანი ეკონომიკური ზრდა.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები