ქართული ოცნება

ვოლსკი: 2008 წელს EU-ს ქვეყნებს რუსეთის მიმართ პრაგმატული ინტერესი ჰქონდათ

რეალურად 2008 წელს რა მოხდა. ევროკავშირის ქვეყნებს სჭირდებოდათ რუსეთის ფედერაცია არა როგორც მოსიყვარულე და ჩასახუტებელი, არამედ რაღაც თავისი ანგარებითი. ანგარებითს ცუდ სიტყვას ვამბობ, პრაგმატული ვთქვათ. პრაგმატული ინტერესი ჰქონდათ. და როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მაშინ არაფერი სანქცია არ დაწესდა, ეს სწორედ პრაგმატული ინტერესიდან გამომდინარეობდა. ახლა კი ევროპის პრაგმატული ინტერესი არის არა ის, რასაც ზოგიერთი ევროპარლამენტარი ამბობს. არამედ ის, რაც გააჩნია კონკრეტული ქვეყნების პოლიტიკურ ლიდერებს.

განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა, გია ვოლსკიმ TV იმედის ეთერში საუბრის დროს.

კომენტარები