2022 წელს გარდაცვლილები

78 წლის ასაკში რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

Sputnik

78 წლის ასაკში ქართველი თეატრის რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში კომპოზიტორი ნიკოლოზ რაჭველი ავრცელებს.

"კიდევ ერთმა დიდმა ქართველმა გადაინაცვლა სამყაროდან სამყაროში". – წერს რაჭველი.

თემურ ჩხეიძემ 1965 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1965-1967 წლებში მუშაობდა შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის დრამატულ თეატრში. 1970-1980 წლებში იყო რუსთაველის თეატრის რეჟისორი, ხოლო 1980-1990 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან არის სანქტ-პეტერბურგის დიდი თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან – მთავარი რეჟისორი, 2007 წლიდან – სამხატვრო ხელმძღვანელი.

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში დადგმული აქვს სამოცდაათზე მეტი სპექტაკლი. შესრულებული აქვს მთავარი როლი ფილმში მშობლიურო ჩემო მიწავ(რაიკომის მდივანი). არის საქართველოსა და რუსეთის სახალხო არტისტი. 

კომენტარები