ევროპული საქართველო

ბოკერია: მთავრობას სამკვდრო-სასიცოცხლო ომი აქვს დასავლეთთან, იქ ელანდებათ შეთქმულებები

მათ ბევრი ურთიერთგამომრიცხავი გზავნილი ერთდროულად შეუძლიათ ჰქონდეთ, რომ ამ ნიაღვარში ხალხი დააბნიონ. ერთი მხრივ, მთავარი ხაზი აქვთ დასავლეთის დემონიზების, შიდა ოპონენტების, უკრაინის მთავრობის – ყველა, ვინც გააკრიტიკებს, მტერია. სამკვდრო-სასიცოცხლო პროპაგანდისტული ომი აქვთ ევროპასთან, ამერიკასთან, დასავლეთთან. რუსეთთან კი არა, იქ ელანდებათ შეთქმულებები. 

მეორე მხრივ, საზოგადოების მკაფიოდ პროევროპული ნაწილს, რომელიც სხვადასხვა მიზეზით ამ მთავრობას უჭერს მხარს, სხვადასხვა ფაქტორის გამო, მათ შორის, წარსულის გამო, პროპაგანდის ეფექტის გამო, ომის შიშზე უსინდისოდ, მაგრამ ეფექტურად მუშაობის შედეგად, ოპოზიციის შეცდომების, ბევრი რამის გამო, ივანიშვილის რეჟიმისთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ უთხრას – ჩვენ ევროპის წინააღმდეგ კი არ ვართ, უბრალოდ ისინი არიან ცუდები. ამიტომ შეიტანეს განაცხადი და სიამოვნებით შეირგებენ ბუნდოვანებას, თუ ისევ დარჩება.

თქვა ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ TV პირველის ეთერში.

კომენტარები