რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გაიდაი: რუსეთის სამხედრო ძალები სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებენ

Alexander Ermochenko/Reuters

რუსეთის სამხედრო ძალები ქალაქ სევეროდონეცკის 70%-ს აკონტროლებენ. ინფორმაციას ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ავრცელებს. მისივე თქმით, სევეროდონეცკის ქუჩებში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს.

სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინელი ჯარისკაცების ნაწილი წინასწარ მომზადებულ პოზიციებზე გადავიდა, ხოლო სხვა ქვედანაყოფები ბრძოლას ქალაქის შიგნით განაგრძობენ.

"მეზობელი ლისიჩანსკი სრულიად უკრაინის კონტროლის ქვეშაა, მაგრამ ლუგანსკის რეგიონის ყველა თავისუფალი დასახლება მუდამ იბომბება". - თქვა გაიდაიმ.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები