ლარის კურსი

ლარი დოლართან 9 თეთრით გაუფასურდა, ევროსთან 11.5 თეთრით

ლარი დოლართან 8.89 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 11.44 თეთრით. 30 მაისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.9546 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.1833 ლარი.

ბოლო 3 თვის განმავლობაში ლარს გამყარების ტენდენცია ჰქონდა, თუმცა, 27 მაისის შემდეგ ეროვნული ვალუტა უფასურდება. აღსანიშნავია, რომ 24 მაისს რეზერვების შესავსებად ეროვნულმა ბანკმა $10 მილიონი იყიდა. ეს 2019 წლის ივნისის შემდეგ პირველი შემთხვევაა.

კომენტარები