რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბრძოლები უკვე სევეროდონეცკის ქუჩებში მიმდინარეობს – გაიდაი

ლუგანსკის გუბერნატორის, სერგეი გაიდაის თქმით, რუსეთის სამხედრო ძალები, სევეროდონეცში სიღრმისკენ მიიწევენ და ბრძოლები უკვე ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს.

"ქალაქში სამი ექიმი დაიკარგა, მხოლოდ დაზიანებული სასწრაფოს მანქანა იპოვეს. ქალაქის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა თითქმის 100%-ით განადგურებულია, დაზიანებულია საცხოვრებელი სახლების 90%, საიდანაც 60% კრიტიკულ მდგომარეობაშია. ლისიჩანსკი უკრაინის კონტროლს ექვემდებარება. ლისიჩანსკ-ბახმუტის მარშრუტი ჩვენია, მაგრამ ძალიან დაბომბილია და გადაადგილება საშიშია". -  წერს გაიდაი Facebook-ზე.


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები