რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დუდა: პოლონელები მზად არიან, ჯარის გაძლიერებისთვის საკუთარი კეთილდღეობა შესწირონ

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას თქმით, პოლონეთი ქვეყნის უსაფრთხოების გასაძლიერებლად მზადაა, გაზარდოს სამხედრო ხარჯები. მისი თქმით, მომდევნო წლისთვის პოლონეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ს) 3% თავდაცვის ხარჯებს მოხმარდება. 

"პოლონელებს არ სურთ, რუსეთის გავლენის ქვეშ ყოფნა, ამიტომ დღეს ისინი მზად არიან, ჯარის გასაძლიერებლად საკუთარი კეთილდღეობა შესწირონ. მივიღეთ ახალი კანონი, რომელიც სამხედრო ხარჯებს ზრდის არა მხოლოდ მშპ-ს 2%-მდე, რა სტანდარტსაც NATO აწესებს, არამედ 3%-მდე მომდევნო წლისთვის. ვგეგმავთ შემდეგ წლებში ამ ზღვარსაც გადავცდეთ". - აღნიშნა პოლონეთის პრეზიდენტმა CNN-თან ინტერვიუში.

ანდჟეი დუდას განმარტებით, იგეგმება პროფესიონალ სამხედროთა და მოხალისეთა ზრდაც, პარალელურად კი სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერება.

"გვსურს ჩვენი არმია 250 000 პროფესიონალ სამხედრომდე და ტერიტორიული თავდაცვის ძალები კი 50 000 ჯარისკაცამდე, სხვა სიტყვებით - 50 000 მოხალისეებამდე, გავზარდოთ. ასევე, გვსურს, გავაძლიეროთ სამხედრო ინფრასტრუქტურა". - თქვა დუდამ. 

ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რამდენად საფრთხის შემცველად აღიქვამს პოლონეთი რუსეთის აგრესიას.

"ყოფილმა პოლონეთის ლიდერმა თქვა, რომ რუსეთისთვის პირველი ნაბიჯი - საქართველოა, მეორე - უკრაინა და მესამე - პოლონეთი. თქვენ და პოლონეთი გრძნობთ რეალურ საფრთხეს რუსეთისგან?" - იკითხა ჟურნალისტმა. 


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები