ირანი

ირანმა სპარსეთის ყურეში ორი ბერძნული ნავთობნაკერი დააკავა

THANASSIS STAVRAKIS/ASSOCIATED PRESS

ირანის სამხედრო ძალებმა სპარსეთის ყურეში ორი ბერძნული დროშის ქვეშ მცურავი ნავთობის ტანკერი დააკავეს. მანემდე, კვირის დასაწყისში, საბერძნეთის წყლებში ირანული ნავთობის კონფისკაცია მოხდა. 

საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირანის საზღვაო ძალების ვერტმფრენი საბერძნეთის დროშის ქვეშ საერთაშორისო წყლებში მცურავ გემზე, Delta Poseidon-ზე დაეშვა და ეკიპაჟი, მათ შორის საბერძნეთის ორი მოქალაქე დაატყვევა.  სამინისტროს თქმით, მსგავსი ინციდენტი ირანის სანაპიროსთან დაფიქსირდა - საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავ კიდევ ერთ გემზე - Prudent Warrior-ზე, რომლის ბორტზე შვიდი ბერძენი მოქალაქე იმყოფებოდა. 

ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ გემების დაკავების მიზეზი საზღვაო წესების დარღვევა იყო.

მანამდე, 23 მაისს, აშშ-მ ბრძანება გასცა, რომ საბერძნეთის წყლებში დაკავებული რუსული ტანკერებიდან ირანული ნავთობი გადაეტანათ. რასაც თეირანში შვეიცარიის ელჩის მიმართ ირანული მხარის პროტესტი მოჰყვა. ელჩი წარმოადგენდა როგორც ამერიკის, ისე საბერძნეთის ინტერესებს. 

ირანის ბირთვული მოლაპარაკებების შეფერხებისა და გასულ კვირას თეირანში ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის პოლკოვნიკის მკვლელობის შემდეგ, ეს შემთხვევა კიდევ უფრო ძაბავს სიტუაციას ახლო აღმოსავლეთში.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ირანი პროტესტის გამოხატვისთვის უცხო ქვეყნის გემებს აკავებს. გაერთიანებული სამეფოს მიერ ირანული ტანკერის დაკავების პასუხად, 2019 წელს ირანულმა ძალებმა ბრიტანული ხომალდი ორ თვეზე მეტ ხანს დააკავეს. გასულ წელს კი თეირანმა დააკავა გემი სამხრეთ კორეიდან, რითაც გაყინულ 7 მილიარდ დოლარზე წვდომის მოპოვებას ცდილობდა. 

კომენტარები