ალტ-ინფო

ახმეტაში ალტ-ინფოს პარტიის ოფისის გახსნა გააპროტესტეს

ახმეტა
კადრი ვიდეოდან/ფორმულა

ახმეტაში პუტინისტური ალტ-ინფოს პარტიის ოფისის გახსნა გააპროტესტეს.

"არა რუსეთის მონობას, არა ალტ-ინფოს, არა ოკუპაციას!" - ამ და სხვა ბანერებით  სამოქალაქო აქტივისტებმა და მოქალაქეებმა პუტინისტების ოფისის დახურვა მოითხოვეს, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. 

პოლიციამ რამდენიმე მონაწილე ადგილიდან განარიდა. 

აქტივისტები აცხადებენ, რომ აქციები მანამდე გაგრძელდება, სანამ კონსერვატიული პარტია მუნიციპალიტეტს არ დატოვებს. 

 

 

კომენტარები