ნიკა გვარამიას საქმე

დეკანოიძე მოსამართლეებზე: დადასტურდა, რომ სასამართლო კლანი და ქართული ოცნება განუყოფელია

ეს არის მორჩილება ქართული ოცნების მიმართ და რეალურად გვაქვს სურათი, როდესაც სასამართლო კლანი ქვეყანას აგდებს უმძიმეს მდგომარეობაში განსაკუთრებით ევროინტეგრაციის მიმართულებით და ასევე ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობაში. ეს რეალურად არის ის, რომ ქართული ოცნება და სასამართლო კლანი არის განუყოფელი ერთმანეთისგან. ეს დადასტურდა ზუსტად, მორჩილი მოსამართლეების გადაწყვეტილებით. 

ასე ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლის, ლაშა ჩხიკვაძის აშშ-ს საელჩოს პროგრამიდან მოხსნას. ტაბულას ინფორმაციით, 5 მოსამართლე, რომელიც ჩხიკვაძესთან ერთად იყო პროგრამაში, აშშ-ში ტრენინგზე ასევე არ გაემგზავრება. 

კომენტარები