რუსული ოკუპაცია

პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმებას ხელი მოაწერა

ТАСС

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ოკუპირებულ ცხინვალთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა. ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს

"შეთანხმება ამ ქვეყნების მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, ორი ქვეყნის პასპორტი ჰქონდეთ. დოკუმენტის მიხედვით, რუსეთისა და სამხეთ ოსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ, მეზობელი ქვეყნის მოქალაქეობა საკუთარი პასპორტის დათმობის გარეშე მიიღონ ". - წერს რუსული მედია. 

სამთავრობო მედია წერს, რომ შეთანხმება 5 წლით არის ვადაში და ავტომატურად გაგრძელდება კიდევ 5 წლით, თუ რომელიმე მხარე 5-წლიანი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე მეორე მხარეს მისი შეწყვეტის შესახებ წერილობით არ აცნობებს. 

კომენტარები