საქართველოს პარლამენტი

ღარიბაშვილი ნაცვლიშვილს: თქვენს ტვინში ჩაიხედეთ, იქნებ თქვენს ტვინშია რეალური პრობლემები

ეს არის მიზანმიმართული, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა. რასაც ქალბატონო სალომე სამადაშვილი ბევრს საუბრობდა და გავიდა, პირდაპირ მითხრეს, იყო პირადად თვითონ დასახელებული, შეგნებულად არ ვთქვი რამდენიმე დღის წინ და კიდევ სხვები, აღარ ჩამოგთვლით ახლა, დადიან, ჭორაობენ და როგორც გლუკსმანი ჰყავთ დაქირავებული, რომელიც ევროპარლამენტარია, პირდაპირ მითხრეს ევროპარლამენტში, რომ ეს და სხვა ადამიანები მიზანმიმართულად მტრობენ საქართველოს. ეს არის მტრობა და თქვენ პროტესტი არ გიჩნდებათ აბსოლუტურად არცერთს.

[...] გამოდის ქალბატონო [ანა] ნაცვლიშვილი, არ ვიცი როგორ მოგმართოთ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ყოველგვარი ფაქტის, მტკიცებულების გარეშე საუბრობს, რომ შავი ხვრელი არსებობსო. არ ვიცი, რა უნდა გიპასუხოთ ახლა. ან არ გესმით, ან არ გინდათ, რომ გაიგოთ, ან თქვენს ტვინში ჩაიხედეთ, იქნებ თქვენს ტვინშია რეალური პრობლემები. არ ვიცი, რა გიპასუხოთ ამაზე. მაშინ, როდესაც ქვეყანა ევროკავშირისგან ყველაზე მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდება, მითუმეტეს დღეს არ არის კონსენსუსი ევროკავშირში, ველოდებით ჩვენს გადაწყვეტილებას მოგვცემენ თუ არა კანდიდატის სტატუსს, აი ეს ადამიანები, ამისნაირები, ვითომ პატრიოტები, ავრცელებენ განცხადებებს რატომ? ჰედლაინი რომ წავიდეს, მთავარი სიტყვა, რომ საქართველო არის შავი ხვრელების.

თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.

კომენტარები