2022 წელს გარდაცვლილები

Depeche Mode-ის დამფუძნებელი წევრი, ენდი ფლეტჩერი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა

ეპოქალური სინთ პოპ ჯგუფის Depeche Mode დამფუძნებელი წევრი, ენდი ფლეტჩერი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. შესაბამისი განცხადება ბრიტანულმა ბენდმა სოციალურ ქსელებში გაავრცელა.

"ფლეტჩი გამორჩეულად კეთილი გული ჰქონდა და ყოველთვის მხარში შენთან იყო, როდესაც მხარდაჭერა გჭირდებოდა, იქნებოდა ეს გამომაცოცხლებელი საუბარი, გულიანი გაცინება თუ ცივი კათხა. ჩვენი გულები მის ოჯახთანაა და გთხოვთ გაითვალისწინოთ მისი ოჯახის წევრები და პატივი ვცეთ მათ ამ რთულ მომენტში". - წერია განცხადებაში.

როგორც Pitchfork-ს ჯგუფთან დაახლოებულმა წყარომ უთხრა, მუსიკოსი ბუნებრივი მიზეზებით გარდაიცვალა.

ენდი ფლეტჩერმა მუსიკალური კარიერა 1970-იანი წლების ბოლოს დაიწყო, როდესაც თანაკლასელთან, ვინს კლარკთან ერთად ბენდი No Romance in China შექმნა. ამის შემდეგ მეგობრებმა მარტინ გორი გაიცნეს და მასთან ერთად ახალი პროექტი Composition of Sound დაიწყეს. 1980 წელს, ვოკალისტად დევიდ გაანის აყვანის შემდეგ ჯგუფმა სახელი შეიცვალა და Depeche Mode ეწოდა. ფლეტჩერმა კოლექტივის შემადგენლობაში 42 წელი გაატარა და 14-ვე სტუდიური ალბომის ჩაწერაში მიიღო მონაწილეობა.

კომენტარები