მსოფლიოსთვის დღეს არსებული გლობალური გამოწვევების მიუხედავად, რამაც მრავალი ქვეყნის ეკონომიკა საგრძნობლად დააზარალა, ჩვენი მთავრობის წინდახედული, გონივრული, ეროვნული ინტერესების პოლიტიკით ქვეყანა ინარჩუნებს სტაბილურობას და განვითარებას. დღეს ამ ტრიბუნიდან მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩვენი მთავრობის და ჩვენი ხალხის სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ. დღეს ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის სანდო და ერთგული მოკავშირეა და ყველა აღიარებს, რომ საქართველოს მართლაც გამორჩეული ლიდერობა აქვს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყანათა შორის, ასევე ე.წ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის. დღეს საქართველო ევროპისაგან ელის ბრძნულ, შორსმჭვრეტელ, პოლიტიკურად გამართლებულ და რაც მთავარია, სამართლიან გადაწყვეტილებას, ჩვენი ისტორიული მისწრაფებების, დაუღალავი ძალისხმევის, ინტეგრაციის პროცესში შესრულებული ვალდებულებებისა და გატარებული რეფორმების შესაბამის აღიარებას
დამოუკიდებლობის დღე
ღარიბაშვილი: მსოფლიო გამოწვევების მიუხედავად, გონივრული პოლიტიკით ვინარჩუნებთ სტაბილურობას
tbl.ge/60ob
დაკოპირდა

თქვა პრემიერნიმისტრნა, ირაკლი ღარიბაშვილმა 26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამავე თემაზე
- უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი: ძმებო, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!
- "ევროპისკენ აჩქარებული პროცესი უკრაინელი ხალხის დამსახურებაა" – ზურაბიშვილის სიტყვა სრულად
- ზურაბიშვილი: სამართლიანი სასამართლოს მემკვიდრეობას სათანადოდ ვერ ვაგრძელებთ, სირცხვილია
- სტეფანჩუკი: რადასა და პირადად ჩემი სახელით გულწრფელად გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს
- ჰარცელი: ჩვენ ვდგავართ საქართველოსთან და ვაფასებთ ჩვენ შორის არსებულ ღრმა კავშირებს