ტრაგედია ტუნისში

1 დაღუპული და 75 დაკარგული – ტუნისთან მიგრანტთა ნავი ჩაიძირა

ტუნისთან ახლოს, სავარაუდოდ იტალიისკენ მიმავალი მიგრანტთა ნავის ჩაძირვის შედეგად დაღუპულია 1 ადამიანი, ხოლო დაკარგულია 75. ინფორმაციას მსოფლიო მიგრაციის ორგანიზაცია ავრცელებს. აღნიშნული ნავი თავდაპირველად ლიბიიდან დაიძრა და ტუნისთან, სფაქსის ნაპირთან ახლოს ჩაიძირა. 

ტუნისის უსაფრთხოების სამსახურის თქმით, სანაპირო დაცვამ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვა, ხოლო 75 ადამიანის სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება. 

კომენტარები