რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ფონ დერ ლაიენი: ნაკლებსავარაუდოა, EU-ს სამიტზე რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმება მიიღწეს

REUTERS/Arnd Wiegmann

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა რუსული ნავთობის ემბარგოზე შეთანხმებას მიაღწიონ. 

"ვფიქრობ, სამიტი ამისთვის შესაფერისი ადგილი არაა. ჩვენ არ უნდა ვფოკუსირდეთ მხოლოდ სამიტზე. წევრ სახელმწიფოებთან მოლაპარაკებები გრძელდება". - თქვა ფონ დერ ლეიენმა. 

კომისიამ წევრ ქვეყნებს რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივად, წლის ბოლომდე - სრულად შეზღუდვა, შესთავაზა. აქვე, გათვალისწინებული იქნა დამატებითი დრო უნგრეთისა და რუსულ ნავთობზე მეტად დამოკიდებული სხვა წევრი სახელმწიფოებისთვის.

ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოს შორის უნგრეთი რუსეთის ნავთობზე დაგეგმილი ემბარგოს აქტიური მოწინააღმდეგეა. მოსკოვთან დაახლოებულმა ბუდაპეშტმა განაცხადა, რომ ნავთობის იმპორტის შეზღუდვისთვის მილიონობით დოლარი სჭირდება.  

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები