რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინელ ლტოლვილებს ისრაელში კანონიერად მუშაობის უფლება ექნებათ

ისრაელში მყოფ უკრაინელ ლტოლვილებს ქვეყანაში კანონიერად მუშაობის უფლება მიეცემათ. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საელჩომ ისრაელში გაავრცელა. გარდა ამისა, ისრაელმა უკრაინიდან იძულებით დროებით გადაადგილებულ პირებს ქვეყანაში ყოფნის ვადა 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა.

"უკრაინის საელჩოსა და ისრაელის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის მოლაპარაკებების წყალობით, აქამდე არსებული აკრძალვის შეცვლისა და ამ გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა. უკრაინის საელჩო მიესალმება ისრაელის შს სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას, რომელიც ადგილობრივი კანონმდებლობისთვის უპრეცედენტოა. ამჟამად კანონიერად მუშაობისთვის საჭირო შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის გაცემის პროცედურულ საკითხებზე მიდის მუშაობა". - წერს უკრაინის საელჩო.

ექსპერტების გამოთვლით, რუსეთის შეჭრის დაწყებიდან დღემდე უკრაინა 14-მა მილიონმა ადამიანმა დატოვა.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები