ლარის კურსი

ლარი დოლართან 2.7 თეთრით გამყარდა, ევროსთან 0.6 თეთრით – 23 მაისის ვაჭრობის შედეგები

ლარი დოლართან 2.69 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან - 0.61 თეთრით. 23 მაისის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.8767 ლარია, ერთი ევროსი კი - 3.0677 ლარი.

9 მარტს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის გასამყარებლად სავალუტო რეზერვებიდან 39 570 00 დოლარი გაყიდა. მას შემდეგ, ლარი დოლართან 48 თეთრით, ხოლო ევროსთან - 67 თეთრით გამყარდა. იქამდე, ორი კვირის მანძილზე ეროვნული ვალუტა ჯამში 40 თეთრით გაუფასურდა.

კომენტარები