ევროკავშირი-საქართველო

ღარიბაშვილი CEPS-ის სტატიაზე: თანაავტორი ელენე ხოშტარიაა, არ მაინტერესებს, ვინ რა დაჯღაპნა

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირი გაწევრიანებასთან დაკავშირებით ბრიუსელის კვლევითი ორგანიზაციის, CEPS-ის კრიტიკულ სტატიას პარტია დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თანაავტორობით დაწერილი უწოდა.

"რომლის თანახელმომწერი თუ თანაავტორი არის ელენე ხოშტარია? ასეა, მე ასე გავიგე. საერთოდ არ მაინტერესებს ვინ რა დაწერა, ვინ რა დაჯღპანა. ეს არის მორიგი დადასტურება ინფორმაციისა, რაც მე გითხარით, რომ ჩაიდან მავნებლურად ეს ანტისახელმწიფოებრივი მტრული ძალები და ეხვეწებიან ევროპელ ლიდერებს, რომ რამენაირად ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, არ იყოს ასახული". – თქვა ღარიბაშვილმა.

ბრიუსელის კვლევითმა ორგანიზაციამ, CEPS-მა 20 მაისს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადთან დაკავშირებით კრიტიკული სტატია გამოაქვეყნა. ორგანიზაციის შეფასებით, მთავრობის ევროკავშირში წევრობის განაცხადი სიმბოლურია, სინამდვილეში მათ პროცესის წარუმატებლობის დაჩქარება სურთ.

კომენტარები