რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა უცხოელი აგენტების სიას კასპაროვი და ხოდოროვსკი დაამატა

რუსეთის იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, უცხოელ აგენტების სიას ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონი, გარი კასპაროვი და ბიზნესმენი, მიხაილ ხოდოროვსკი დაემატა.

სამინისტროს ვებგვერდის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის კრიტიკოსის ხოდორკოვსკის დაფინანსების წყარო უკრაინაა. ასევე, უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ კასპაროვი შემოსავალს უკრაინიდან და ადამიანის უფლებათა ფონდიდან იღებს.

28 თებერვალს ხოდორკოვსკიმ თავის ტელეგრამ-არხზე ომის საწინააღმდეგო კომიტეტი შექმნის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. განცხადებას ხელი გარი კასპაროვმაც მოაწერა. იგი პუტინის რეჟიმისა და რუსეთის უკრაინაში შეჭრის აქტიური მოწინააღმდეგეა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები