რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

გერმანია უკრაინას 15 გეპარდის ჰაერსაწინააღდეგო სისტემით აღჭურვილ ტანკს გადასცემს

REUTERS/Christian Charisius

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა დაადასტურა, რომ გერმანია უკრაინას 15 გეპარდის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემით აღჭურვილ ტანკს გადასცემს.

აპრილის ბოლოს, უკრაინისთვის არასკმარისი მხარდაჭერის კრიტიკის პასუხად, გერმანიამ განაცხადა, რომ გეგმავდა კიევისთვის მძიმე იარაღი, კერძოდ გეპარდის ტიპის ტანკები, მიეწოდებინა. ასევე, გერმანიამ აღნიშნა, რომ კიევს შვიდ თვითმავალ ჰაუბიცს გადასცემდა და ამ იარაღით უკრაინელი ჯარისკაცებს გაწვრთნიდა.

უკრაინის თხოვნა მძიმე იარაღზე მას შემდეგ გაძლიერდა, რაც მოსკოვმა თავისი ყველაზე ძლიერი ცეცხლსასროლი ძალა ქვეყნის აღმოსავლეთითა და სამხრეთით გამოიყენა. 

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები