ბორჯომი

ბორჯომში ბოლო ზარის შემდეგ ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ახალგაზრდა ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა

კადრი ვიდეოდან/მთავარი

ბორჯომში ბოლო ზარის შემდეგ მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევისას 1 ახალგაზრდა ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა. მანქანა, რომელშიც ისინი ისხდნენ, ხევში გადავარდა.  

"სამი პიროვნება შემოიყვანეს, სკოლის მოსწავლეები. მათ შორის, ორი ბორჯომში მცხოვრებია, ერთი კი სტუმრად იყო, რომელიც მანქანაში იმყოფებოდა. ნორმალურად არის, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ნიშნები არ აღენიშნებათ, ერთ-ერთს აქვს მოტეხილობა, უტარდებათ კვლევა და არიან დაკვირვების ქვეშ". - ამბობს მთავარ არხთან სატელეფონო ინტერვიუში ექიმი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

კომენტარები