რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში დაღუპული რატი შურღაია საქართველოში ჩამოასვენეს

კადრი ვიდეოდან/ფორმულა

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია საქართველოში ჩამოასვენეს.  

38 წლის შურღაია ქალაქ იზიუმთან დაიღუპა.   

ქართველი ჯარისკაცისთვის პატივის მისაგებად აეროპორტში ოჯახის წევრები, აქტივისტები და პოლიტიკოსები იყვნენ შეკრებილი.  

"საყვედურობდნენ ბიჭები, დედაშენს რომ ტოვებ, არ გეცოდებაო? დედაჩემი ძლიერია და გაუძლებსო...  დამთავრდა ბოლო ასე ჩვენი. პირველად რომ დაიჭრა, ვიცი, რომ საავადმყოფოში წაიყვანეს. ერთი ძლიერად დაჭრილი ვინც იყო, იმას არ დაუტოვებია, დანარჩენებმა დატოვეს საავადმყოფო, წამოვიდნენ ადრე, მე-3 დღეს, როცა 3 კვირა უნდა ყოფილიყვნენ საავადმყოფოში - ბიჭები სპეცოპერაციაზე მიდიან და მე მაგათთან უნდა ვიყოო". - ამბობს შურღაიას დედა, ნინო პაპასკირი მთავართან ინტერვიუში.

რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში ოკუპანტებთან ბრძოლას 11 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

კომენტარები