რადიო აჭარის პროდიუსერის, დათო ტრაპაიძის თქმით, მისი ცოლის ოფისში, თარჯიმანთა ბიუროში ოთხმა რუსმა თარჯიმანს სცემა. მისი ინფორმაციით, ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებმა გააპროტესტეს უკრაინის დროშა წარწერით - Русский военный корабль иди на Х*Й.
"ჩამოხიეს, ატეხეს აყალმაყალი, ხელით შეეხნენ, დაარტყეს თარჯიმანს. ოთხი რუსი (ორი ქალი და ორი კაცი) ორი გოგოს წინააღმდეგ. გოგოებმა გამოიძახეს პოლიცია და ეს პროცესიც უკვე იქ გაგრძელდა" - წერს ტრაპაიძე.
რადიო აჭარის პროდიუსერის თქმით, ბათუმის პოლიციის მესამე განყოფილებაში ჩვენებები მისცეს.
"ახლა პოლიციას დაველოდებით.
- სამუშაო პროცესში ხელის შეშლა;
- სხვისი ნივთის ხელყოფა;
- ფიზიკური შეურაცხყოფა;
თან ემუქრებოდნენ, სათარჯიმნო საქმიანობაში სამომავლოდ ხელის შეგიშლითო. ვიტყვით, რომ ცუდები ხართო, კლიენტებს დაგიფრთხობთო. ხოდა ასე. ამათ ვერ გაურკვევიათ, სად ჩავარდნენ... გავარკვევთ. რუსი რუსია, ზნე არ იცვლება. საქმეს მივყვებით ბოლომდე" - წერს ტრაპაიძე.