ფინეთი-შვედეთი-NATO

ბაიდენი: ამაყი ვარ, ორ დიდებულ დემოკრატიას NATO-ში გაწევრიანების პროცესში მხარდაჭერა შევთავაზო

US President Joe Biden speaks alongside Finnish President Sauli Niinistö and Swedish Prime Minister Magdalena Andersson on May 19, in Washington, DC.
Evelyn Hockstein /Reuters

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა შვედეთის პრემიერმინსტრთან, მაგდალენა ანდერსონთან და ფინეთის პრეზიდენტთან, საული ნინისტოსთან ერთობლივი ბრიფინგი გამართა. მთავარი თემა სკანდინავიური სახელმწიფოების NATO-ში გაწევრიანების საკითხი იყო. 

ბაიდენმა დააფიქსირა მისი მხარდაჭერა შვედეთისა და ფინეთის ალიანსში გაწევრიანების მიმართ და აღნიშნა, რომ შვედეთი და ფინეთი უკვე არიან რიგ საკითხებში NATO-ს მჭიდრო პარტნიორები. 

"დღეს მე ამაყი ვარ, მივიღო და ორ დიდ დემოკრატიასა და ახლო პარტნიორს, მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ძლიერ და მძლავრ თავდაცვით ალიანსში გაწევრიანების განაცხადის  მხარდაჭერა შევთავაზო.  ორი ამაყი და დამოუკიდებელი ქვეყანა, რომელიც იყენებს მის სუვერენულ უფლებას, რომელსაც ყველა სახელმწიფო ფლობს, გადაწყვიტოს საკუთარი უსაფრთხოების საკითხი". – თქვა ბაიდენმა.

მას მერე, რაც პრეზიდენტმა ბაიდენმა სრული მხარდაჭერა გამოხატა შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების განაცხადის მიმართ, მან თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია აღნიშნული ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების საკითხზე აშშ-ს კონგრესს ანგარიშებს წარუდგენს.

ბაიდენმა სენატს მოუწოდა თანხმობა რაც შეიძლება სწრაფად განიხილოს, მას მერე, რაც ყველა მოკავშირის პერსპექტივა განიხილება და NATO გაწევრიანების პროტოკოლს მიიღებს.

"დღეს, ჩემი ადმინისტრაცია ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე აშშ-ს კონგრესს ანგარიშებს წარუდგეს, რათა სენატმა ეფექტიანად და სწრაფად შეძლოს ხელშეკრულებას დათანხმდეს და რჩევები მისცეს".

12 მაისს ფინეთის პრეზიდენტმა და პრემიერმინისტრმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, რომ ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს". რუსეთის უკრაინაში შეჭრამ უსაფრთხოების პოლიტიკის სასწრაფო გადახედვა გამოიწვია როგორც შვედეთში, ასევე ფინეთში.  

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ფინეთში, საჯარო კვლევებში NATO-ში გაწევრიანება ქვეყნის უმრავლესობამ პირველად მოინდომა. მოსახლეობაში ალიანსის წევრობის სურვილი, წინა მონაცემებთან შედარებით, 19%-ით, 62%-მდე იყო გაზრდილი.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ფინელ კოლეგა საული ნიინისტესთან სატელეფონო საუბარში თქვა, რომ ქვეყნის ნეიტრალიტეტზე უარის თქმა და NATO-ში გაწევრიანება შეცდომა იქნება, რომელმაც, შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დააზიანოს.

ამასთან ერთად, კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განმარტა, თუ რატომ განსხვავდება რუსეთის რეაქცია უკრაინისა და ფინეთ-შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ. პესკოვმა ყურადღება გაამახვილა, რომ რუსეთს არ აქვს ტერიტორიული დავა არც ფინეთთან და არც შვედეთთან მაშინ, როდესაც უკრაინა "შეიძლება გახდეს NATO-ს წევრი, შემდეგ მოსკოვს ტერიტორიული დავა ექნება ალიანსის წევრ სახელმწიფოსთან, რაც უზარმაზარ რისკებს შეიცავს მთელი კონტინენტისთვის".

15 მაისს NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იან სტოლტენბერგმა აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანების საკითხზე თურქეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, ალიანსი შეძლებს დისკუსიისა და განხილვების შედეგად საერთო ენის გამონახვას და კონსენსუსის მიღწევას.

კომენტარები