საგარეო ვაჭრობა

გასულ წელთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 27%-ით გაიზარდა, ექსპორტი 0.4%-ით შემცირდა

გასულ წელთან შედარებით, რუსეთიდან იმპორტი 27%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 0.4%-ით შემცირდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან რუსეთში ექსპორტზე 156 443 400 აშშ დოლარის საქონელი გავიდა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 157 008 700 აშშ დოლარის.

რაც შეეხება იმპორტს, ბოლო ოთხ თვეში რუსეთიდან საქართველოში 403 262 200 დოლარის საქონელია შემოსული. გასულ წელს ეს მონაცემი 317 455 200 დოლარი იყო.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 5 253.7 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 33.4%-ით მეტია. აქედან ექსპორტი 1 587.5 მლნ დოლარია (+32.8%), ხოლო იმპორტი - 3 666.2 მლნ დოლარი (+33.7%).

2022 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68.3% შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (766.3 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (614.7 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (559.7 მლნ. აშშ დოლარი).

კომენტარები