რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რუსეთმა 34 ფრანგი და 27 ესპანელი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა

Russian Foreign Ministry – МИД России / Facebook

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 34 ფრანგი და 27 დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა. ისინი ქვეყნიდან გააძევეს.

საგარეო უწყების განმარტებით, ეს რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ საფრანგეთის მიერ 41, ხოლო ესპანეთის მიერ 27 რუსი დიპლომატის გაძევების საპასუხო ნაბიჯებია.

რუსეთმა მსგავსი საპასუხო ნაბიჯების მიზეზით ქვეყნიდან არაერთი საელჩოს თანამშრომლები გააძევა. მათ შორის არიან, ფინეთის, გერმანიის, ბულგარეთის, პოლონეთის, დანიისა და ნორვეგიის საელჩოების თანამშრომლები.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები