ნიკა გვარამიას საქმე

ბაქრაძე გვარამიაზე: იმედი მაქვს, პრეზიდენტი იმოქმედებს ევროპული მომავლის საჭიროებისამებრ

ნიკა გვარამიას დაპატიმრება არის ცალსახად პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლითაც ხელისუფლებამ აჩვენა, რომ საკუთარი პირადი ბოღმისა თუ პოლიტიკური ძალაუფლების გამო მზადაა, წავიდეს ყველაფერზე, მათ შორის, წავიდეს ისეთ ნაბიჯებზე, რომელიც სერიოზულ პრობლემას გაუჩენს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე.

ამიტომ ახლა მყისიერი ამოცანა გახლავთ ნიკა გვარამიას პირადი საკითხის გადაწყვეტა, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი და პასუხისმგებლობა ეკისრება პრეზიდენტ ზურაბიშვილს. მან პრაქტიკულად საკუთარი გადაწყვეტილებით უნდა აჩვენოს, მხარს უჭერს თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას და მზად არის თუ არა მოაშოროს ქვეყანას ის პრობლემა, რომელიც ხელისუფლებამ შეუქმნა ნიკა გვარამიას დაპატიმრებით. ამიტომ დღეს პასუხისმგებლობა არის სალომე ზურაბიშვილზე და იმედი მაქვს, ის იმოქმედებს ისე, როგორც საჭიროა ევროპული მომავლისთვის და არა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გეგმებისთვის.

ინტერპრესნიუსის ცნობით, ამბობს პარლამენტის დეპუტატი დავით ბაქრაძე ნიკა გვარამიასთვის 3 წლისა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთაზე.

კომენტარები