რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა" – ლოიდ ოსტინი სერგეი შოიგუს ესაუბრა

აშშ-ს თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს 18 თებერვლის შემდეგ პირველად ესაუბრა. ინფორმაციას პენტაგონზე დაყრდნობით CNN ავრცელებს

ოსტინმა შეოიგუს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

პენტაგონის პრესსპიკერი, ჯონ კირბი ასევე ამბობს, რომ ოსტინმა ხაზი კომუნიკაციის შენარჩუნების მნიშვნელობასაც გაუსვა.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები