რუსეთი

ლავროვი: მოსკოვს სურს, სამხრეთ კავკასია მშვიდობის ზონად გადაიქცეს

სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, მოსკოვს სურს, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობის ზონად გადაიქცეს.

"რუსული მხარე დაინტერესებულია, რომ სამხრეთ კავკასია მშვიდობის, მდგრადი განვითარებისა და აღორძინების ზონად გადაიქცეს". - თქვა ლავროვმა.

სერგეი ლავროვი აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო მინისტრებს, ჯეიჰუნ ბაირამოვსა და არარატ მირზოიანს დუშანბეში დსთ-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის ფარგლებში 12 მაისს შეხვდა.

კომენტარები