მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ბრეგაძე: პატიმრის უცხოეთში გაყვანის პრეცედენტი არ არსებობს, არც კანონი იძლევა საშუალებას

რაც შეეხება საზღვარგარეთ გადაყვანას, საქართველოში და ეს არის კანონმდებლობის მოთხოვნა, მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის ამ საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნაზე პასუხი.

არც ამის [პატიმრის საზღვარგარეთ გადაყვანის] პრეცედენტი არსებობს და არც კანონმდებლობა იძლევა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას. ვიმოქმედებთ ყოველთვის მკაცრად კანონდებლობის ზედმიწევნით დაცვით და ბუნებრივია, ექიმების რეკომენდაციის შესაბამისად.

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე TV იმედის ეთერში, მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში მკურნალობის მოთხოვნაზე.

კომენტარები