რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

სომხეთის საელჩომ კიევში განაახლა მუშაობა

სომხეთის საელჩომ უკრაინაში კიევში განაახლა მუშაობა. ამის შესახებ ინფორმაცია და ვიდეო საელჩომ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

"ძვირფასო თანამემამულეებო, მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სომხეთის საელჩომ უკრაინაში ჩვეულ რეჟიმში მუშაობა კიევში განაახლა. საკონსულო დეპარტამენტი მოქალაქეებს 23 მაისიდან მიიღებს". - წერია საელჩოს განცხადებაში.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები