რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბულგარეთი ბუნებრივ აირს აშშ-სგან შეიძენს

REUTERS/Vasily Fedosenko

ბულგარეთი ბუნებრივ აირს აშშ-სგან ივნისიდან შეიძენს. ბულგარეთის საინფორმაციო სააგენტოს მიხედვით, გადაწყვეტილება ბულგარეთის პრემიერმინისტრს, კირილ პეტკოვსა და აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის, კამალა ჰარისის შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდა.

შეთანხმებას მას შემდეგ მიაღწიეს, რაც რუსულმა კომპანია გაზპრომმა ბულგარეთს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყვიტა. ქვეყანა ასევე ვარაუდობს, რომ ბულგარეთს ამერიკულ გაზში ნაკლების გადახდა მოუწევს.

"შევთანხმდით, რომ ივინისიდან ბულგარეთი ბუნებრივი აირის გაზპრომზე დაბალ ფასაბში შეძენას შეძლებს". - თქვა პრემიერმინისტრმა.

ბულგარეთი გაზის მიწოდების საკითხზე აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და იმედოვნებს, რომ შეთანხმებას საბერძნეთისა და თურქეთის ტერმინალების მეშვეობით მიაღწევს.

რუსეთმა ბულგარეთს გაზის მიწოდებას 27 აპრილს შეუწყვიტა

31 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა არამეგობრულ ქვეყნებთან ბუნებრივი აირით ვაჭრობის განკარგულებას, რომელიც გულისხმობს, რომ გარკვეულ ქვეყნებს გაზს რუბლში მიყიდიან.

თუ არამეგობრული ქვეყნები ბუნებრივი აირის რუბლებში შესყიდვაზე უარს იტყვიან, მათ გაზის მიწოდება შეუჩერდებათ. რუსეთმა არამეგობრული ქვეყნების სია უკრაინაში შეჭრის გამო მის მიმართ ახალი სანქციების დაწესების შემდეგ განაახლა.

კომენტარები