საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტა: უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნა კვლავ გრძელდება

საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტა აცხადებს, რომ კვლავ განაგრძობს ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნას უკრაინაში. 

მათივე ცნობით, საქართველოს ფოსტამ 28 თებერვლიდან 1 მაისამდე მოქმედი კამპანიის ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებდა სერვისცენტრებიდან ფიზიკური პირების მიერ ჰუმანიტარული ამანათების გაგზავნას, უკრაინის მიმართულებით გაიგზავნა 30 ტონამდე ამანათი.

საქართველოს ფოსტის ინფორმაციით, ფიზიკურ პირებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა უფასოდ გაგზავნონ ჰუმანიტარული გზავნილები უკრაინის მიმართულებით, მხოლოდ ნაცვლად საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებისა, უნდა მიმართონ თბილისისა და რეგიონების მასშტაბით არსებულ შემკრებ პუნქტებს. ჰუმანიტარული დანიშნულების ტვირთს საქართველოს ფოსტა უკრაინის მიმართულებით გაგზავნის. 

დღეს, 11 მაისს ტაბულას საქართველოს ფოსტაში დაუდასტურეს ინფორმაცია, რომ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის უფასოდ გაგზავნის აქცია დასრულდა და მისი საფასური 115 ლარი გახდა. 

კომენტარები