საქართველოს ფოსტას ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს - პოსტზე გიორგი ერაძე დაინიშნა.
გიორგი ერაძემ კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე ლევან ჩიკვაიძე შეცვალა, რომელიც პოსტს 2012 წლიდან იკავებდა.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ფოსტის ახალ გენ-დირექტორს საექსპედიტორო მომსახურების სფეროში მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. BMG-ს ინფორმაციით, ერაძე ამ დრომდე კერძო ლოგისტიკურ კომპანია სფეის ექსპრესს ხელმძღვანელობდა.





