საქართველოს ფოსტა

"აქცია დასრულდა" – ფოსტიდან უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა ისევ ფასიანია

საქართველოს ფოსტა

საქართველოს ფოსტამ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა ისევ ფასიანი გახადა. ტვირთის გაგზავნის საფასური 115 ლარია. ინფორმაცია ტაბულას საქართველოს ფოსტაში დაუდასტურეს.

კითხვაზე, თუ რატომ გახდა უკრაინაში ტვირთის გაგზავნა ისევ ფასიანი, საქართველოს ფოსტაში ამბობენ, რომ აქცია დასრულდა. მიზეზი ოპერატორისთვის უცნობია.

"საქართველოს ფოსტაში შემოტანილი გზავნილი უკრაინის მიმართულებით იგზავნებოდა უფასოდ, ეს აქცია დასრულებულია". - ამბობენ ფოსტაში.

თუმცა, მათივე ცნობით, თუ ჰუმანიტარული დახმარება რომელიმე ორგანიზაციას გადაეცემა, ტვირთის გაგზავნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით უფასოა, - "საქართველოს ფოსტიდან გაგზავნის შემთხვევაში არის ფასიანი, ხოლო საქართველოს ფოსტის საშუალებით გაგზავნილი სხვადასხვა ორგანიზაციიდან, ან სხვადასხვა პუნქტიდან, სადაც ტვირთი გროვდება, ამის ტრანსპორტირებას ახდენს საქართველოს ფოსტა უფასოდ".

საქართველოს ფოსტამ უკრაინის მიმართულებით ჰუმანიტარული ტვირთების უფასოდ გაგზავნა 28 თებერვალს დაიწყო.

კომენტარები