თამარ გვერდწითელი

თამარ გვერდწითელს 9 მაისის კონცერტზე არ უმღერია

Reitingi

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თამარ გვერდწითელმა 9 მაისისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა ფეიკი აღმოჩნდა. გამარჯვების დღის ღონისძიებაში მონაწილეობა უარყო მომღერლის ოფიციალურმა გვერდმა.

9 მაისს Youtube-ზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი კონცერტის ვიდეო დაიდო. ვიდეოში წლევანდელი კონცერტის ჩანაწერზე მიბმული იყო სხვა მუსიკალური ღონისძიების ჩანაწერი, რომელიც ერთი წლის წინ, 22 ივნისს გამოვიდა. 1941 წლის 22 ივნისს ნაცისტური გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. კონცერტი ომის დაწყების 80 წლისთავს ეძღვნებოდა.

ოფიციალური გვერდის განმარტებით თამარ გვერდწითელი რამდენიმე თვეა თბილისში იმყოფება, გავრცელებული ვიდეო კი მონტაჟია, რომელიც დეზინფორმაციას ემსახურება.

მარტის დასაწყისში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გვერდწითელი კრემლის სასახლეში დაგეგმილ კონცერტში მიიღებს მონაწილეობას. მომღერალმა ღონისძიებაში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.

კომენტარები