ძალიან მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რა ისტორიულ მომენტში იმყოფება დღეს საქართველო - მაშინ, როცა სამყარო იცვლება, როცა მსოფლიო აღარასდროს იქნება ისეთი, როგორიც იყო, როცა ჩვენს წინაშე იხსნება ისეთი ისტორიული შესაძლებლობის ფანჯარა, რომელიც, შესაძლოა, 100 წელიწადში ერთხელ გაიხსნას, იმის მაგივრად, რომ საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი იყოს ჩვენი საკითხის ლობირება, ჩვენი საკითხის რაც შეიძლება მაღალ დონეზე აქტუალიზაცია საერთაშორისო დღის წესრიგში, დასავლეთის მოთხოვნებში, სანქციების თემატიკაში საქართველოს დეოკუპაციის თემის რაც შეიძლება მაღალ დონეზე აწევა, ამის მაგივრად პრიორიტეტი საქართველოს ხელისუფლებისთვის აღმოჩნდა, რომ არის კერძო პირის, მაგრამ დიდი გავლენის მქონე კერძო პირის რაღაც პირადი ფინანსური ინტერესები.
ისევ და ისევ, ჩვენ არ ვიცით, რა პროცესები შეიძლება მიმდინარეობდეს ივანიშვილის საბანკო ანგარიშების ირგვლივ, მაგრამ რაც ვიცით და რაც უდავოა, არის ის, რომ მთელი ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის ფორმალურად თავმჯდომარის ფოკუსი არის ამ ადამიანის პირად ქონებაზე და არა ჩვენი საკითხის აქტუალიზაციაზე.