რუსეთ-უკრაინას ომი

მაკრონი: რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებისას არცერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული

ემანუელ მაკრონი
Reuters

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, ევროპამ უნდა ისწავლოს წარსულის შეცდომებზე და დარწმუნდეს, რომ უკრაინა-რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკებებისას არცერთი მხარე არ იქნება დამცირებული.

"ჩვენ უნდა გვქონდეს ეს სტანდარტი, რადგან ვიცით, რომ მომავალი კვირები და თვეები ძალიან რთული იქნება". – თქვა მაკრონმა.

მაკრონმა ნაციზმზე გამარჯვების დღეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სიტყვებს "დაშინების" მცდელობა უწოდა. თუმცა მან თქვა, რომ მაშინ, როცა ევროპა უკრაინას ეხმარება, დადგება მომენტი, როდესაც მოსკოვი და კიევი მშვიდობას მოითხოვენ და ამ დროს არცერთი მხარე არ უნდა იყოს დამცირებული ან გარიცხული, როგორც ეს გერმანიასთან მიმართებით 1918 წელს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები