რუსეთ-უკრაინას ომი

ISW: უკრაინის არმიამ რობოტინესა და ზაპოროჟიის მიმართულებით მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების 93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა
93-тя ОМБр Холодний Яр / Facebook

ომის შემსწავლელი ინსტიტუტი უკრაინის შეიარაღებული ძალების ბახმუტის, დონეცკის, რობოტინესა და ზაპოროჟიეს მიმართულებებით წინსვლას ადასტურებს. "გეოლოკაციური კადრები აჩვენებს, რომ 30 ოქტომბერს უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტიდან 19 კილომეტრის მოშორებით სამხრეთ-დასავლეთით მდებარე დასახლება კურდიუმივკაში შევიდნენ". – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში. 

ISW-ის მიხედვით, უკრაინული შეიარაღებული ძალების წინსვლა მათ მიერ დასავლეთ ყირიმში რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების წარმატებულ განადგურებას მოჰყვა. რუსული წყაროების ინფორმაციით, იერიში შორი მოქმედების იარაღით ATACMS, Storm Shaddow რაკეტებითა და საზღვაო დრონებით განხორციელდა. ყირიმში განთავსებული საჰაერო სისტემების მიერ რვა ერთეული Storm Shadow-ის ტიპის რაკეტების განადგურება დაადასტურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც.

დადასტურების შემთხვევაში, ეს იქნება უკრაინის მიერ ყირიმში არსებული მიზნების გასანადგურებლად, მოწინავე ამერიკული იარაღის გამოყენების პირველი შემთხვევა - ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის ანგარიშში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების წინსვლის საპასუხოდ, რუსეთმა მობილიზაცია გაუკეთა თავის სამხედრო ძალებს ბახმუტის აღმოსავლეთში.


შეგახსენებთ, 14 სექტემბრის მძიმე შეტაკებებიდან ერთი დღის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სოფელი ანდრეევკა გაათავისუფლეს. 17 სექტემბერს კი უკრაინელმა სამხედროებმა დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით სოფელი კლიშჩეევკა დაიბრუნეს.

კომენტარები