რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ოკუპანტებმა ოდესაში სავაჭრო ცენტრი და სასტუმროები დაბომბეს – დაიღუპა ერთი ადამიანი

რუსმა ოკუპანტებმა ოდესაში ორი სასტუმრო და სავაჭრო ცენტრი და ორი სასტუმრო დაბომბეს - დაიღუპა ერთი ადამიანი, დაიჭრა ხუთი.   

ოდესის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის სპიკერის, სერგეი ბრაჩუკის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ჰიპერბგერითი რაკეტები გამოიყენეს. 

ოდესა 9 მაისს დილითაც დაიბომბა - უკრაინული მედიის ინფორმაციით, გარეუბანში სამი რაკეტა ჩამოვარდა, რის შედეგადაც კერძო სახლები დაზიანდა.  

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები