რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

საბრძოლო ვითარება უკრაინაში რვა მაისისთვის – ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიში

Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალებმა უკრაინაში მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს. უკრაინის ქვედანაყოფების წარმატებულმა კონტრშეტევებმა ოკუპანტებს აღმოსავლეთ უკრაინაში პოზიციების გაძლიერების ნაცვლად, ხარკოვში განლაგება აიძულა. რუსეთის სამხედრო ძალები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციული საზღვრების მიღწევას ცდილობენ, თუმცა 7 მაისს პოპასნას უსაფრთხოების უზრუნველყოფის შემდეგ მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკავება ვერ შეძლეს.

  • რუსეთის სამხედრო ძალები, სავარაუდოდ, ბელგოროდში ცდილობენ განლაგებას, რადგან უკრაინის ქვედანაყოფების მხრიდან კონტრშეტევები თავიდან აიცილონ.
  • იზიუმთან ახლოს ოკუპანტები უკრაინელი ჯარისკაცების პოზიციებს აკვირდებოდნენ, რადგან იზიუმის სამხრეთ-დასავლეთითა და სამხრეთ-აღმოსავლეთით წინსვლა გააგრძელონ.
  • რუსეთის სამხედრო ძალებმა დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ადმინისტრაციულ საზღვრებთან თავდასხმების განხორციელება განაგრძეს, თუმცა მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.
  • ოკუპანტებმა აზოვსტალის ფოლადის ქარხანაზე შეტევების განხორციელება განაგრძეს. ამასთან ერთად, მარიუპოლის რუსეთის ეკონომიკის ბაზარზე გადართვას ცდილობენ
  • რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინის სამხრეთით თავდასხმების განხორციელებისთვის ემზადებიან, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ წარმატებას მიაღწიონ.

დიდი ადამიანური დანაკარგის ფონზე რუსეთის სამხედრო ძალები, შესაძლოა, უკრაინის მოქალაქეების ომში გაწვევას გეგმავდნენ. უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალები ოკუპირებულ ზაპოროჟიასა და ხერსონის ოლქებში ფსევდო-რეფერენდუმების გამართვას აპირებენ, რათა იძულებითი მობილიზაცია გამოაცხადონ და "მობილიზებული" უკრაინელები ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში გაუშვან. თუ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება, ეს რუსეთის სამხედრო ძალების წინააღმდეგ დამატებით პროტესტისა და პარტიზანული მოქმედებების გახშირებას გამოიწვევს.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში. უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები