საქართველო-უკრაინა

კობახიძე: უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებები საქართველოს ომში ჩათრევას ემსახურება

არის რაღაც კოორდინირებული მოქმედება, რომელსაც აქვს ერთი კონკრეტული ამოცანა – ეს არის საქართველოს ომში ჩართვა. თითოეული ეს განცხადება, რასაც ჩვენ ვისმენთ კონკრეტული უკრაინელი პოლიტიკოსების მხრიდან, ემსახურება ზუსტად ამ ამოცანას, რომ რამენაირად ჩაითრიონ საქართველო ომში, თუმცა, ბუნებრივია, ამას ჩვენ არ დავუშვებთ და ქართული საზოგადოება არ დაუშვებს ამ ყველაფერს.

[...] ომის დასრულების შემდეგ იქნება მეტი სივრცე ამ ყველაფერზე საუბრისთვის. ჩვენთვის მთავარია, რომ არის ტრადიციული საუკუნოვანი მეგობრობა ხალხებს, ქვეყნებს შორის და, რა თქმა უნდა, ეს პირდაპირ უნდა იყოს ასახული ხელისუფლებებს შორის მეგობრობაზე, რასაც, სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვერ ვხედავთ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ეს არის სამწუხარო მოვლენა და, რა თქმა უნდა, უნდა შეიცვალოს.

თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.

კომენტარები