ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

მელია ვაშაძეზე: ადამიანურად მასუსტებს პერიოდი, როდესაც მასთან ურთიერთობა მქონდა

ადამიანურად მასუსტებს ის პერიოდი, როდესაც მე მასთან მქონდა ურთიერთობა და შემდეგ ინგლისურად დაგვემშვიდობა, ანუ არ დაგვემშვიდობა და წავიდა. არ მინდა ვიყო მკვეთრი, მაგრამ პოზიციას მაინც დავაფიქსირებ - ვერაფერი გავიგე იმ გზავნილებისა, რას ემსახურება, როდესაც ბატონი გრიგოლი ამაზე საუბრობს. უფრო სწორად გავიგე და არ მინდა ყველაფერი გავხსნა, ვიცი, კარგად ინფორმირებული ვარ თავიდან ბოლომდე, რატომ უწევს ბატონ გრიგოლს ამ ყველაფერთან დაკავშირებით საუბარი და რაც შეეხება საერთაშორისო ფორუმზე ქართულმა ოცნებამ, ანუ საქართველომ მხარი დაუჭირა რუსეთის გარიცხვას, ბავშვები ხო არ ვართ? არ ვთვლი თავს ბავშვად, როდესაც აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს გარიცხვას და ამას შენ ასაღებ, როგორც გმირულ ნაბიჯს, ვინ უნდა დაიჯეროს? აბა ყოფილიყო 50/50-ზე და ქართული ოცნების ხმა გადამწყვეტი ყოფილიყო.

ასე გამოეხმაურა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ტელეკომპანია პირველის ეთერში გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომ "მოკავშირეებს ვუთხარი, სანქციების ავლის მცდელობის ფაქტიც რომ იყოს, არ გავჩუმდები.

კომენტარები