უბედური შემთხვევა ესპანეთში

"მძინარე შვილები დამეღუპა" – ესპანეთში ხანძარს ქართველი ძმების სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსთავი 2

ესპანეთის ქალაქ ბარსელონაში ხანძარს ორი ქართველის, სამტრედიელი ძმების, 22 წლის საბა მატარაძისა და 27 წლის გიორგი მატარაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულების დედის თქმით, 4-სართულიანი შენობის 1-ელ სართულზე ხანძარი "ვიღაცამ განზრახ გააჩინა". მედიის ინფორმაციით, ძმები ესპანეთში სამუშაოდ რამდენიმე თვის წინ წავიდნენ.

"საბასა და გიორგის 4-სართულიან შენობაში მე-3 სართულზე ჰქონდათ ბინა ნაქირავები. 1-ელ სართულზე ვიღაც თავხედმა ხანძარი გააჩინა. არ ვიცი, გული მოუვიდა, არ ვიცი, რა იყო, რომ რაღაც მიზეზის გამო ხანძარი გააჩინა. დაკვამლიანებამ ჩემი შვილები შეიწირა. მძინარე შვილები დამეღუპა. ისინი გაუგებრობას შეეწირნენ. რაც შეეხება მათ საქართველოში გადმოსვენებას, საელჩო ჩართულია და  5-6 დღეში საბუთები მოგვარდება". - ამბობს დაღუპულების დედა რუსთავი 2-თან საუბარში.

ტაბულა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და მათგან დეტალურ ინფორმაციას ელოდება.

კომენტარები