რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

"დავკარგე ორი ძაღლი, ბებია გალია და საყვარელი ქალაქი" – 8 წლის მარიუპოლელი ბიჭის დღიური

8 წლის ეგორკა
ევგენი სონსოვსკი

მარიუპოლელმა ფოტოგრაფმა ევგენი სოსნოვსკიმ გამოაქვეყნა ფოტოები 8 წლის ეგორკას დღიურიდან, რომელიც ალყაში მოქცეულ ქალაქში მტრის რაკეტებისა და დაბომბვისგან დამალვას ცდილობდა.

ბავშვმა რვეულში ჩაწერა მის თვალწინ მომხდარ საშინელებები. თუმცა, როგორც ჩანაწერებიდან ჩანს, ბავშვმა დილით ღიმილის შენარჩუნება მაინც შეძლო.  ომის დროს პატარა მარიუპოლელმა დაკარგა ბებია და ბაბუა, ორი ძაღლი და საყვარელი ქალაქი. ევგენ სოსნოვსკიმ ბიჭის ჩანაწერები FACEBOOK-ზე გამოაქვეყნა. 

ტექსტის გარდა, ბავშვმა დღიურში დატოვა ილუსტრაციები. ეს იყო მოხატული ჯარისკაცები იარაღით ხელში, ტანკები, ვერტმფრენები და დანგრეული სახლები. 

"მე დავკარგე ორი ძაღლი, ბებია გალია და ჩემი საყვარელი ქალაქი მარიუპოლი მთელი ამ ხნის განმავლობაში, 24 თებერვლიდან".- წერს ეგორკა.

დღიურის მიხედვით, ის 38 წლის დედასთან და 15 წლის დასთან ერთად ბომბსაფარში საჰაერო თავდასხმებს გაექცა. ერთ დღეს მთელი ოჯახი დაშავდა.

ბავშვმა ასევე დაწერა თავისი მოახლოებული დაბადების დღის შესახებ, დახატა ოჯახი დიდი სადღესასწაულო ტორტის გარშემო. თავშესაფარში 8 წლის მარიუპოლელმა თანატოლთან დამეგობრებაც კი მოახერხა.

"მე მეგობარი ვიკა მყავს, ის მხიარულია" - წერს ის. 

 

 

კომენტარები