პუტინის რუსეთი

რუსეთის შსს-მ ჟურნალისტ ალექსანდრ ნევზოროვზე ძებნა გამოაცხადა

Nastoyashee Vremya

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჟურნალისტ ალექსანდრ ნევზოროვზე ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას გამოცემა Интерфакс ავრცელებს.

22 მარტს საგამოძიებო კომიტეტმა ნევზოროვის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ჟურნალისტს რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებენ.

გამოძიების ვერსიით ნევზოროვმა საკუთარ Instagram და Youtube არხებზე "ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა, თითქოს რუსმა სამხედროებმა გამიზნულად დაბომბეს მარიუპოლის სამშობიარო".

მოგვიანებით როსკომნადზორმა დაბლოკა ნევზოროვის პირადი საიტი, ხოლო იუსტიციის სამინისტრომ ის უცხოეთის აგენტების სიაში შეიყვანა.

ალექსანდრ ნევზოროვი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რუსი ჟურნალისტია, რომელის კარიერა ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში, 80-იან წლებში დაიწყო. ნევზოროვმა 2014 წელს ყირიმის ანექსია გააპროტესტა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ჟურნალისტი საკუთარ გადაცემაში ღიად აკრიტიკებდა როგორც რუსეთის მთავრობას, ისე რუს ხალხს. 

ზუსტად უცნობია ამჟამად რომელ ქვეყანაში იმყოფება ნევზოროვი, ახლო წარსულში ის რამდენჯერმე ისრაელში გამოჩნდა.

ძებნაში გამოცხადების შემდეგ ნევზოროვმა საკუთარ Youtube არხზე ვიდეო გამოაქვეყნა.

"უდიდესი პატივია, როდესაც შენზე ძებნას პუტინის ფაშისტური რეჟიმი აცხადებს. ჩემს ძებნას ურჩევნიათ ტვინი ეძებონ, თავისთვის და იმ შეშლილი სადისტისთვის, რომელსაც საკუთარ პრეზიდენტს ეძახიან".

კომენტარები