რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: ჩვენ კონფლიქტის გაყინვას არ დავთანხმდებით

president.gov.ua

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიხედვით, უკრაინა რუსეთთან კონფლიქტის გაყინვას არ დათანხმდება.

"ჩვენ კონფლიქტის გაყინვას არ დავთანხმდებით. მე პრეზიდენტი გავხდი მაშინ, როდესაც არსებობდა მინსკ-1-ისა და მინსკი-2-ის დოკუმენტები, რომლებიც მოგვიანებით დაირღვა, შესაბამისად, შემიძლია ვთქვა, რომ სერიოზული დოკუმენტები არ იყო. თუმცა ქაღალდზე იყო შეთანხმებული. ეს იყო გაყინული კონფლიქტი. მე ამის წინააღმდეგი ვარ. ასეთი დოკუმენტი ნამდვილად არ გვექნება". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, უკრაინას მინსკის შეთანხმება არ დაუტოვებია, ეს რუსეთმა გააკეთა. პრეზიდენტის მიხედვით, "უკრაინა ასეთ დიპლომატიურ ჭაობში ნამდვილად აღარ გადავა".


19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები